Monday, November 7, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება
რას ნიშნავს ფასეულობითი განათლება?

პროექტის მთავარი იდეა 1–2 წინადადებით
ამ პროექტის მთავარი იდეა არის ის რომ ბავშვები ისწავლიან უფრო მეტ ადამიანურ ურთიერთბებს. ისინი ეცებიან თავიანთი ცოდნა პრაქტიკაში განახორციელონ.

პროექტის აქტუალობა
ბავშვებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰქონდათ ბევრი შეკითხვა. ისინი აგრესიულები გახდნენ. რადგანაც ზოგი მშობლის, ზოგი კი ტელევიზიის გავლენის ქვეშ მოექცა. მათ დაავიწყდათ მთავარი: ადამიანური ურთიერთობა. ღირებულებები. სიხარული, ტოლერანტობა, პატივისცემა, სიყვარული. მათ აკლიათ ჰუმანურობა. ამიტომაც სასწავლო პროექტი ითვალისწინებს ბავშვებმა თვითონ მოიფიქრონ აქტივობები რაც მათ გაახალისებთ, დაამეგობრებთ. პროექტი აქტუალურია იმით რომ, ის ხელს უწყობს ბავშვებს თვითონ ჩაერთონ ამ მიზნების განხორციელებაში. სადაც კლასის ყველა მოსწავლეს დავალება აქვს მიცემული, რომელიც უნდა შესრულდეს. რადგან ეს დაეხმარება მათ გაავრცელონ ეს პროექტი ომით დაზარალებულ რეგიონებში.

პროექტის მიზნები
მოსწავლეები გაეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას.ისინი შეძლებენ ნასწავლის გააზრებას, გამოყენებას. ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს, შეფასებას. ბავშვები ისწავლიან თემის შესაბამისად მხატვრული ტექსტის შექმნას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საკითხავი ლიტერატურის შერჩევას. ეს პროექტი ბავშვებს ჩამოუყალიბებს თანამშრომლობით დამოკიდებულებას ერთმანეთთან. 

მონაწილეთა ასაკი
7–8

ვადები/ხანგრძლივობა
24 ნოემბრიდან – 20 დეკემბრამდე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები შექმნიან ფასეულობითი განათლების საგანს სხვა მეორე კლასელებისათვის. განსაკუთრებით იმ რეგიონების ბავშვებისთვის, რომლთა ოჯახის წევრები ომში დაზარალდნენ. შეიქმნება მოსწავლეთა პორტფოლიო, რომელიც განთავსდება ბლოგზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, წიგნები: ზღაპრების, ქართული, ბუნება, ხელოვნება, (მეორე კლასის) კლასგარეშე ლიტერატურა (მაღლაკელიძის მესამე კლასი). საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხდება ამ პროექტში, რადგან ბავშვებმა უნდა მოიძიონ ვიდეო მასალები, სიმღერები, მულტფილმები.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტი კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. რადგანაც პროექტის მიზნები, თანადროულია ეროვნული სასწავლო გეგმის. ხდება საგანთა ინტეგრირება: ბუნების, ხელოვნების, ქართულის.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები/სტანდარტები:
ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება მოდელს და ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს ტექსტი (მაგალითად, მოსაწვევ ბარათში - ვის იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის...);
·         ასახელებს მოდელის კომპოზიციურ თავისებურებებს (როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული);
·         თავს უყრის და ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა   ტექსტში;
·         ადგენს ტექსტს მოდელის მიხედვით;
·         შედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და,  საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 ·         სწერს წერილს მეგობრებსა და წარმოსახვით პერსონაჟებს;
 ·         მოდელის მიხედვით ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (მაგ., მოსაწვევ ბარათს, კვირის განრიგს, გენეალოგიურ ხეს, დღის რეჟიმსა და სხვ.);

პროექტის ხელმძღვანელი
ნატა ღარიბაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
natogaribashvili@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
natagaribashvili.blogspot.com